logo_geo
eng_logo
საზოგადოებრივ ტრანსპორტში მგზავრობისას პირბადის ტარებაზე კონტროლი გაძლიერდება
- +

11 აგვისტო. 2021. 11:37

 

 

„დღეს ომია და ამ ომში გამარჯვებული არის ის, ვინც მტერს იარაღით, ცოდნით და გონიერებით დაუპირისპირდება და ეს იარაღი არის ვაქცინაცია. მე იმედი მაქვს ჩვენი საზოგადოების გონიერების, რაც ჩვენნაირი პატარა ერის სიცოცხლისუნარიანობის მთავარი ღერძია,“ - ამის შესახებ თბილისის მთავრობის სხდომაზე დედაქალაქის მერმა, კახა კალაძემ განაცხადა.

 

„მინდა, განცხადებები დავიწყო მოწოდებით, რაც დღეს ყველაზე მნიშვნელოვანია, რათა გადავარჩინოთ ჩვენი საყვარელი ადამიანების სიცოცხლე, დავიცვათ ჩვენი შვილების ჯანმრთელობა და გავუფრთხილდეთ ერთმანეთს - ამისთვის კი მხოლოდ ერთი გზა არსებობს და ეს არის ვაქცინაცია.

 

დღეს ომია და ამ ომში გამარჯვებული არის ის, ვინც მტერს იარაღით, ცოდნით და გონიერებით დაუპირისპირდება და ეს იარაღი არის ვაქცინაცია. მე იმედი მაქვს ჩვენი საზოგადოების გონიერების, რაც ჩვენნაირი პატარა ერის სიცოცხლისუნარიანობის მთავარი ღერძია. მხოლოდ საფრთხეების რეალური გაცნობიერებით შევძლებთ ამ გამოწვევას გავუმკლავდეთ. ავიცრათ, რათა დავიცვათ ჩვენი მომავალი, ჩვენი ხვალინდელი დღე!

 

ამასთანავე, დავიცვათ რეგულაციები, რაც პირბადის ტარებას უკავშირდება. პირბადის ტარება სავალდებულოა ყველგან, განსაკუთრებით კი საზოგადოებრივი თავშეყრის ადგილებში, ტრანსპორტში მგზავრობისას და ამ მიმართულებით კონტროლს გავაძლიერებთ“, - განაცხადა კალაძემ.

 

 

right_banner right_banner
არქივი
right_banner