თბილისის მერია საცხოვრებელი ფართების დაკანონების პროგრამას აგრძელებს. ამ საკითხზე დედაქალაქის მუნიციპალიტეტის სხდომაზე მერმა, კახა კალაძემ ისაუბრა.
„გასულ კვირას ჩვენ საცხოვრებელი ფართები სიმბოლურ ფასად - ერთ ლარად, დედაქალაქში მცხოვრებ 20 ოჯახს გადავეცით, დღეს კი თბილისის მუნიციპალიტეტის მთავრობის სხდომაზე გამოგვაქვს ფართების სიმბოლურ ფასად 13 ოჯახისთვის გადაცემის საკითხი. მათგან 11 ოჯახი - დიდუბის რაიონში ცხოვრობს, ერთი ოჯახი - სამგორში, ხოლო ერთიც - გლდანის რაიონში. გარდა ამისა, დღეს გლდანის რაიონში მცხოვრებ 36 ოჯახს გავახარებთ და მათ საკუთრების დამადასტურებელ მოწმობებს გადავცემთ“, - განაცხადა კალაძემ.
აღნიშნული პროგრამის ფარგლებში, საცხოვრებელი ფართები უკვე 1 847 ოჯახს დაუკანონდა.