logo_geo
eng_logo
თბილისის მერია 13 ოჯახს საცხოვრებელ ფართებს სიმბოლურ ფასად - ერთ ლარად გადასცემს
- +

11 აგვისტო. 2021. 11:55

 

 

თბილისის მერია საცხოვრებელი ფართების დაკანონების პროგრამას აგრძელებს. ამ საკითხზე დედაქალაქის მუნიციპალიტეტის სხდომაზე მერმა, კახა კალაძემ ისაუბრა.

 

„გასულ კვირას ჩვენ საცხოვრებელი ფართები სიმბოლურ ფასად - ერთ ლარად, დედაქალაქში მცხოვრებ 20 ოჯახს გადავეცით, დღეს კი თბილისის მუნიციპალიტეტის მთავრობის სხდომაზე გამოგვაქვს ფართების სიმბოლურ ფასად 13 ოჯახისთვის გადაცემის საკითხი. მათგან 11 ოჯახი - დიდუბის რაიონში ცხოვრობს, ერთი ოჯახი - სამგორში, ხოლო ერთიც - გლდანის რაიონში. გარდა ამისა, დღეს გლდანის რაიონში მცხოვრებ 36 ოჯახს გავახარებთ და მათ საკუთრების დამადასტურებელ მოწმობებს გადავცემთ“, - განაცხადა კალაძემ.

 

აღნიშნული პროგრამის ფარგლებში, საცხოვრებელი ფართები უკვე 1 847 ოჯახს დაუკანონდა.

 

 

right_banner right_banner
არქივი
right_banner