გასული სეზონი „მიდლსბროსთვის" წარმატებული გამოდგა. გუნდმა ჩემპიონშიფის ცხრილის ზედა ნაწილში დაიკავა ადგილი და მომავალი სეზონიდან პრემიერ ლიგაში იასპარეზებს.
კლუბის ხელმძღვანელობა ამით არ დაკმაყოფილდა და ახლა უფრო დიდი მიზნებისთვის იბრძოლებენ. მიმდინარე სატრანსფერო ფანჯრის განმავლობაში გუნდს უკვე შეუერთდა რამდენიმე მაღალი დონის ფეხბურთელი. კარს წლების მანძილზე „ბარსელონაში" მოასპარეზე ვიქტორ ვალდესი დაიცავს, დღე-დღეზე ელოდებიან სუბოტიჩის ტრანსფერსაც, შეტევის ხაზი კი საკმაოდ დამაჯერებელია: იანუზაი, რამირესი, ფიშერი და ნეგრედო.
პროგრამა მინიმუმი პრემიერ ლიგაში დარჩენა იქნება, თუმცა გასულ სეზონში „ლესტერის" წარმატების გათვალისწინებით, არაა გამორიცხული, რომ „მიდლსბრომაც" შემოგვთავაზოს სიურპრიზები.
გთავაზობთ „მიდლსბროს" სავარაუდო შემადგენლობას მომდევნო სეზონისთვის: