„ოჯახის ექიმების რესურსის გადატვირთვასთან დაკავშირებით ინფორმაცია უკვე მაქვს. ამის გამო 1 კვირის წინ ჩვენ კიდევ 80 ოჯახის ექიმი დავამატეთ,“ - ამის შესახებ ჯანდაცვის მინისტრმა, ეკატერინე ტიკარაძემ ჟურნალისტებთან საუბრისას განაცხადა.
როგორც მან აღნიშნა, ჯანდაცვის სამინისტრო ონლაინ კლინიკის გაფართოებაზე მუშაობს. ამასთან ერთად, ტიკარაძემ გადაუდებელი დახმარების, 112-ის ცხელ ხაზზეც ისაუბრა და განაცხადა, რომ მისი სამინისტრო ამ პრობლემასთან დაკავშირებით სხვა უწყებებთან თანამშრომლობს.
„რაც შეეხება 112-ს, ეს არ არის ჩემი უწყება, მაგრამ კოლეგა მინისტრთან მქონდა საუბარი და ისინიც აცხადებენ პერსონალის მობილიზებას. მაქვს ინფორმაცია, რომ დამატებით 100 პირი არის დაკონტრაქტებული, რათა 112-ში შემოსულ ზარებზე სწრაფი რეაგირება მოხდეს. როგორც ვიცი, 70 პირი უკვე ჩართულია საქმეში, რათა ზარების განტვირთვა მოხდეს“, - განაცხადა ეკატერინე ტიკარაძემ.