logo_geo
eng_logo
მიუნხენში თავდამსხმელის სავარაუდო ფოტო გავრცელდა
- +

23 ივლისი. 2016. 18:18


გაზეთმა „Bild"-მა მიუნხენელი თინეიჯერი თავდამსხმელის, სავარაუდოდ ალი სონბოლის ფოტო გამოაქვეყნა.



უცხოური მედიის ინფორმაციით, 18 წლის მიუნხენელ თავდამსხმელს ალი სონბოლი ერქვა. მას გერმანიის და ირანის ორმაგი მოქალაქეობა ჰქონდა. თავდამსხმელის მამა ტაქსის მძღოლია.

შეგახსენებთ, რომ 22 ივლისს, გვიან ღამით, მიუნხენის ჩრდილო-დასავლეთ ნაწილში, სავაჭრო ცენტრ „ოლიმპიასთან" 18 წლის ირანული წარმოშობის გერმანელმა ცეცხლი გახსნა, რის შედეგადაც 10 ადამიანი მოკლა, 27 კი დაჭრა.


სამართალდამცველებისთვის აღნიშნული ქმედების მოტივი ჯერჯერობით უცნობია.


 

right_banner right_banner
არქივი
right_banner