შალვა პაპუაშვილმა GORBI-ს კვლევის შედეგები შეაფასა. ამ თემაზე „ქართული ოცნების“ საზოგადოებასთან ურთიერთობების მდივანმა პარტიის ოფისში გამართულ ბრიფინგზე ისაუბრა.
„გუშინ გამოქვეყნდა კვლევის შედეგები და ამან კიდევ ერთხელ ნათელი გახადა, რომ მოცემულ პოლიტიკურ კონტექსტში „ქართულ ოცნებას“ პრაქტიკულად ალტერნატივა არ აქვს. ჩვენი რეიტინგი პრაქტიკულად იმეორებს გასული წლის საპარლამენტო არჩევნებზე დაფიქსირებულ შედეგს და ყოველი მეორე ამომრჩეველი კვლავ „ქართულ ოცნებას“ უჭერს მხარს“, - განაცხადა პაპუაშვილმა.
საერთაშორისო ორგანიზაცია GORBI-ს მიერ ჩატარებული კვლევის შედეგების მიხედვით, პარტიებს შორის „ქართული ოცნება“, თბილისის მერობის კანდიდატებს შორის კი კახა კალაძე ლიდერობს.