logo_geo
eng_logo
შალვა პაპუაშვილი: გახარიას პარტია ცდილობდა, „ქართული ოცნების“ ხმებზე პარაზიტობას, მაგრამ GORBI-ს კვლევამ აჩვენა, რომ მას „ქართული ოცნებიდან“ 3-4 პროცენტი აქვს წაღებული
- +

11 აგვისტო. 2021. 12:44

 

 

„ქართული ოცნების“ ერთ-ერთი ლიდერის, შალვა პაპუაშვილის განცხადებით, GORBI-ს კვლევამ აჩვენა, რომ გიორგი გახარიას „ქართული ოცნებიდან“ დაახლოებით 3-4% აქვს წაღებული. ამის შესახებ მან პარტიის ოფისში გამართულ ბრიფინგზე განაცხადა.

 

„ვუსმინე გუშინ გიორგი გახარიას განცხადებას ლეგიტიმაციასთან დაკავშირებით, რაც, რა თქმა უნდა, არასერიოზული მიდგომაა. ჩანს, რომ ეს არის იმედგაცრუება გიორგი გახარიას მხრიდან, ვინაიდან ჩვენ ყველა ვხვდებოდით და ამ კვლევამაც დაადასტურა, რომ დაახლოებით 3-4% აქვს წაღებული გახარიას „ქართული ოცნებიდან“ დღეის მონაცემებით. ჩვენ ვიმუშავებთ საკუთარი ამომრჩევლების დაბრუნებაზე, მაგრამ გახარიას პარტიის ეს იმედგაცრუება გამოწვეულია იმით, რომ აღარ არსებობს მიშელის შეთანხმება. ეს დოკუმენტი ანულირებულია, შესაბამისად, აღარ არსებობს რამე დათქმა რიგგარეშე არჩევნებთან დაკავშირებით და ამ პარტიის ფუნქციაც - როგორმე ჩამოეწია „ოცნების“ რეიტინგი 43%-ზე ქვემოთ. გარდა ამისა, თავის დროზე ბიძინა ივანიშვილსაც მოუწია განცხადების გაკეთება, როდესაც მან ნახა, რომ გახარიას პარტია ცდილობდა, „ქართული ოცნების“ ხმებზე პარაზიტობას. აქედან გამომდინარე, რეიტინგში მათ დაინახეს, რომ ამან ვერ დააზიანა „ქართული ოცნება“. ლეგიტიმაციაზე საუბარი, მათ შორის გიორგი გახარიას მხრიდან, რომელიც 48%-ის მიმღები პარტიის საარჩევნო სიის ნაწილი იყო და ამაზე კითხვები არ ჰქონია, ახლა იმას ჰყავს, რასაც „ნაცმოძრაობა“ ამბობდა - არ აქვს მნიშვნელობა, გაყალბდა თუ არა არჩევნები, იმიტომ რომ მთავარია აღქმა. დაახლოებით ისეთივე გზავნილი აქვს გახარიას, რომ მნიშვნელობა არ აქვს, როგორია პარტიის მოწონება“, - განაცხადა პაპუაშვილმა.

 

 

right_banner right_banner
არქივი
right_banner