„თუ გიორგი გახარია ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნებში საზოგადოების მხარდაჭერას ვერ მიიღებს, რანაირად უნდა ჰქონდეს რიგგარეშე არჩევნებში მხარდაჭერის იმედი?!“ - ამის შესახებ ჟურნალისტებს „ქართული ოცნების" დეპუტატმა გურამ მაჭარაშვილმა განუცხადა.
მაჭარაშვილის თქმით, იმის მიუხედავად, რომ გახარიამ დააანონსა, რადიკალური ოპოზიციის გზას არ დაადგებოდა, „მაინც მოუწია მათ ნარატივზე დაჯდეს".
„როგორც ჩანს, გიორგი გახარია საკუთარ წარუმატებლობაში დარწმუნდა. როდესაც არჩევნები არ ჩატარებულა და შენ მის დელეგიტიმაციაზე საუბრობ, ეს იმას ნიშნავს, რომ გინდა საკუთარი წარუმატებლობა დელეგიტამაციით გაამართლო. თუ გიორგი გახარია ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნებში მხარდაჭერას ვერ მიიღებს, რანაირად უნდა ჰქონდეს პარლამენტის რიგგარეშე არჩევნებში მხარდაჭერის იმედი?!" - აღნიშნა მაჭარაშვილმა.