logo_geo
eng_logo
ირაკლი ღარიბაშვილი: ყველა მერი, ყველა მმართველი უნდა ემსახუროს ხალხს, მმართველობა ნიშნავს პასუხისმგებლობას, პირველ რიგში, საკუთარი ქვეყნის და ხალხის წინაშე
- +

11 აგვისტო. 2021. 13:40

 

 

„ყველა მერი, ყველა მმართველი უნდა ემსახუროს ხალხს“, - ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა, თეთრიწყაროში, თეთრიწყაროს მერობის კანდიდატის, გიორგი წიკლაურის წარდგენის ღონისძიებაზე განაცხადა.

 

მთავრობის მეთაურის თქმით, მმართველობა ნიშნავს პასუხისმგებლობას, პირველ რიგში, საკუთარი ქვეყნის და ხალხის წინაშე.

 

„თვითმმართველობის არჩევნები იქნება ძალიან კარგი ტესტი, თუ როგორი ნდობა გვაქვს ხალხისგან. ეს იქნება ძალიან კარგი ტესტი და გამოცდა ჩვენი მერებისთვის. მე დავავალე და ვავალებ თითოეულ მერს, რომ მაქსიმალურად დაიხარჯონ ჩვენი მოსახლეობისთვის. ზოგიერთ არჩეული მერს, მე აღარ მინდა გვარები და სახელები ჩამოვთვალო - არჩევის შემდეგ უჩნდებათ განცდა, რომ ყველაფრის უფროსები არიან ამ დროს ავიწყდებათ მთავარი, რომ ისინი ხალხის დანიშნულები, მათი არჩეულები არიან. მაშასადამე, ყველა მერი, ყველა მმართველი უნდა ემსახუროს ხალხს.

 

ჩვენ უნდა დავიმდაბლოთ თავი, როცა მოსახლეობასთან ვლაპარაკობთ და ხევიდან არ უნდა ვუყუროთ მათ, როცა მოსახლეობასთან გავდივართ სოფლებში, უბნებში, ქალაქებში. ჩვენ ვართ ხალხის მსახურები და ამ სულისკვეთებით უნდა ვიყოთ ყველანი. როცა ჩვენს მოსახლეობას სჭირდება პრობლემის გადაწყვეტ, მერი იქნება ეს, მუნიციპალიტეტის წარმომადგენელი თუ რწმუნებული, ადგილზე ოპერატიულად უნდა გადაუწყვიტოს ნებისმიერი პრობლემა. ეს არის ჩვენი პირველადი მოვალეობა და ვალდებულება. მმართველობა ნიშნავს პასუხისმგებლობას, პირველ რიგში, საკუთარი ქვეყნის და ხალხის წინაშე. ეს უნდა გვახსოვდეს ჩვენ, მმართველებს ყველას. რა თქმა უნდა, ცენტრალური მთავრობა, ამაზე პირველ რიგშია პასუხისმგებელი“, - განახაცდა ირაკლი ღარიბაშვილმა.

 

 

right_banner right_banner
არქივი
right_banner