logo_geo
eng_logo
ირაკლი ღარიბაშვილი: დღევანდელი ხელისუფლება არის ჰუმანური, ხალხზე ორიენტირებული ხელისუფლება
- +

11 აგვისტო. 2021. 13:54

 

 

„ჩვენს ხალხს არ ეშლება არჩევანის გაკეთება. ჩვენი ხალხი, ჩვენი მოსახლეობის უმრავლესობა ყოველთვის სწორ არჩევანს აკეთებს. ჩვენმა გუნდმა თქვენს წინაშე ძალიან ბევრი გამოცდა ჩააბარა. ბევრი შეცდომებიც მოგვივიდა, ბევრი ხარვეზები იყო, ყველაფერი გავასწორეთ, ჩვენ კარგად გავიაზრეთ ჩვენი შეცდომები, ხარვეზები და მივდივართ წინ. რაც მთავარია, უნდა ითქვას, რომ დღევანდელი ხელისუფლება არის ჰუმანური, ხალხზე ორიენტირებული ხელისუფლება“, - ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა, თეთრიწყაროში, თეთრიწყაროს მერობის კანდიდატის, გიორგი წიკლაურის წარდგენის ღონისძიებაზე განაცხადა.

 

 

„მინდა, მადლობა ვუთხრა ჩვენს ამომრჩეველს პირველ რიგში. მადლობა თქვენი ერთგულებისთვის,  თქვენი  ურყევი მხარდაჭერისთვის, თქვენი ღირსეული არჩევნებისთვის. თქვენი მხარდაჭერით, ძვირფასო მეგობრებო, ბოლო 7 არჩევნებში „ქართულმა ოცნებამ“, ჩვენმა გუნდმა, ჩვენმა ოჯახმა, ასე ვიტყოდი, დამაჯერებლად გაიმარჯვა. მოგეხსენებათ, ჩვენ ახლა ვემზადებით თვითმმართველობის არჩევნებისთვის, რომელიც 2 ოქტომბერს გაიმართება და რომელშიც, ასევე თქვენი მხარდაჭერით, ძლიერად და ღირსეულად გავიმარჯვებთ. ჩვენი ქვეყნის წინაშე ძალიან ბევრი გამოწვევა არსებობს და ეს ახლა არ დაწყებულა. დაწყებული მას შემდეგ, რაც ჩვენ მოვიპოვეთ, აღვადგინეთ დამოუკიდებლობა, 90-იანი წლების დასაწყისიდან დღემდე, არაერთმა ქარტეხილმა გადაიარა ჩვენს თავს, ჩვენზე, ჩვენს მოსახლეობაზე და მოდი ვთქვათ, ყველაზე მეტად ვინ დაზარალდა, ვინ დაზიანდა?! ჩვენი ხალხი, ჩვენი მოსახლეობა. გაუძლო უსამართლობას, ჩაგვრას, სულ რაღაც რამდენიმე წლის წინ, 8-9 წლის წინ ტერორს, ათას უბედურებას.

 

აღარ მინდა ამ ნეგატივზე ვისაუბრო, მაგრამ ჩვენ უნდა გვახსოვდეს წარსული იმისთვის, რომ სწორედ შევაფასოთ აწმყო ანუ დღევანდელობა, ანუ სწორი არჩევანი გავაკეთოთ მომავალზე. ეს არის ძალიან მნიშვნელოვანი. ჩვენს ხალხს არ ეშლება არჩევანის გაკეთება. ჩვენი ხალხი, ჩვენი მოსახლეობის უმრავლესობა ყოველთვის სწორ არჩევანს აკეთებს. ჩვენმა გუნდმა თქვენს წინაშე ძალიან ბევრი გამოცდა ჩააბარა. ბევრი შეცდომებიც მოგვივიდა, ბევრი ხარვეზები იყო, ყველაფერი გავასწორეთ, ჩვენ კარგად გავიაზრეთ ჩვენი შეცდომები, ხარვეზები და მივდივართ წინ. რაც მთავარია, უნდა ითქვას, რომ დღევანდელი ხელისუფლება არის ჰუმანური, ხალხზე ორიენტირებული ხელისუფლება”, - განაცხადა ირაკლი  ღარიბაშვილმა.

 

 

right_banner right_banner
არქივი
right_banner