logo_geo
eng_logo
ჯუანშერ ბურჭულაძე: 13 წლის წინ, 17 ქართველი გმირის თავდადება ისტორიას დარჩება
- +

11 აგვისტო. 2021. 14:06

 

 

საქართველოს თავდაცვის მინისტრის, ჯუანშერ ბურჭულაძის განცხადებით, 13 წლის წინ, 17 ქართველი გმირის თავდადება ისტორიას დარჩება. როგორც მან ჟურნალისტებს განუცხადა, დღეს პრეზიდენტმა გამოსცა განკარგულება, რითიც შინდისის ბრძოლისას დაღუპულ ალექსანდრე ონიანს ეროვნული გმირის სტატუსი მიენიჭა.

 

„დღევანდელი დღე არის ისტორიული დღე. ჩვენი 17 გმირი 13 წლის წინ შეეწირა სამშობლოს დაცვას, ეს ისტორიას დარჩება. უნდა აღინიშნოს ის ფაქტი, რომ გმირებში კიდევ უფრო გამორჩეული გმირები გვყავს. ასეთია სერჟანტი ალექსანდრე ონიანი. გუშინ მიმართა პრემიერმა და პარლამენტის თავმჯდომარემ ერთობლივი განცხადებით პრეზიდენტს. პრეზიდენტმა დღეს გამოსცა განკარგულება, რითიც ჩვენს გმირს, ალექსანდრე ონიანს მიენიჭა ეროვნული გმირის სტატუსი. ჩვენ გვყავს დაახლოებით 20 გმირი, დღეიდან 21-ე გმირი გვეყოლება - ალექსანდრე ონიანი“,- განაცხადა ბურჭულაძემ.

 

 

right_banner right_banner
არქივი
right_banner