კულტურის კომიტეტის თავმჯდომარე ელისო ბოლქვაძე უკრაინის ელჩს, იგორ დოლჰოვს შეხვდა.
შეხვედრაზე უკრაინისა და საქართველოს ურთიერთობის 30-წლისთავთან დაკავშირებით დაგეგმილ ღონისძიებებზე იმსჯელეს.
„დავსახეთ საინტერესო კულტურული ღონისძიებები - როგორც უკრაინის დღეების ჩატარება საქართველოში, ასევე უკრაინაში საქართველოს დღეების გამართვა. ასევე დავგეგმეთ, რომ 2022 წელს ბათუმში, შავი ზღვის ქვეყნების ფესტივალში ერთი საღამო მიეძღვნება უკრაინას. ამასთანავე, გაიმართება საერთაშორისო სემინარი საქართველო-უკრაინის ურთიერთობასთან დაკავშირებით“, - განაცხადა ელისო ბოლქვაძემ.