„სასაცილო და სამარცხვინოა,“ - ასე შეაფასა თბილისის მერმა კახა კალაძემ ყოფილი პრეზიდენტის მიხეილ სააკაშვილის ის პოსტი, რომელიც საქართველოს ყოფილი პრეზიდენტის მიხეილ სააკაშვილის ფეისბუქ გვერდზე დაიწერა.
„ორ სიტყვას ვიტყვი ამასთან დაკავშირებით, სასაცილო და სამარცხვინოა. აი, ეს არის ჩემი შეფასება“,- განაცხადა კალაძემ.
საქართველოს ყოფილი პრეზიდენტის მიხეილ სააკაშვილის „ფეისბუქზე“ დაიწერა, რომ კორონავირუსის გამო, ადამიანების გარდაცვალება „ბიძინა ივანიშვილსა და ქოცებს დამსახურებულად უნდა შეეტენოთ“:
მოგვიანებით, სააკაშვილმა პოსტი წაშალა და დაწერა, რომ „ფეისბუქი“ გაუტეხეს. სააკაშვილმა მომხდარში სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახური დაადანაშაულა.