logo_geo
eng_logo
ქაბულში „ისლამური სახელმწიფოს“ განხორციელებული ტერაქტი „თალიბანმა“ დაგმო
- +

23 ივლისი. 2016. 19:14



ტერორისტულმა ორგანიზაცია „ისლამურმა სახელმწიფომ" პასუხისმგებლობა აიღო ქაბულში მომხდარ ტერაქტზე, რომლის შედეგადაც 61 ადამიანი დაღუპა, ხოლო 200 დაშავდა.

ტერორისტულ ორგანიზაციასთან დაკავშირებულმა სააგენტომ ინფორმაცია გაავრცელა, რომ ორმა მებრძოლმა შიიტების შეკრებაზე აიფეთქა თავი.



ქაბულში შიიტი უმცირესობა საპროტესტო აქციას ატარებდა მაღალი ძაბვის ახალ ანძებთან დაკავშირებით, რომლებიც, მათი თქმით, მათ საცხოვრებელ სახლებთან ძალიან ახლოს გადის.



აღსანიშნავია, რომ ეს თავდასხმა ტერორისტულმა ორგანიზაცია „თალიბანმა" დაგმო. ორგანიზაციის წარმომადგენელმა მედიას განუცხადა, რომ ისინი ამ თავდასხმის უკან არ იდგნენ.





 

right_banner right_banner
არქივი
right_banner