logo_geo
eng_logo
საყოველთაო ჯანდაცვის პროგრამაში მნიშვნელოვანი თანხა გათავისუფლდება მედიკამენტების დასაფინანსებლად
- +

23 ივლისი. 2016. 19:16



საყოველთაო ჯანდაცვის პროგრამის ამოქმედებიდან 3 წელი გავიდა. ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციამ და მსოფლიო ბანკის ექსპერტებმა პროგრამა შეაფასეს და მის ეფექტიანობაზეც ისაუბრეს. მათი თქმით, რეფორმები წარმატებით განხორციელდა.


 

ქვეყანაში რეფორმა საკმაოდ წარმატებით მიმდინარეობს. წინა წლებთან შედარებით გაიზარდა სახელმწიფო ხარჯით დაფინანსებული სერვისების ნაწილი, რომელსაც საყოველთაო ჯანდაცვის პროგრამა მოიცავს", - განაცხადა აფარნა სუმანადამ.



ჯანდაცვის მინისტრის დავით სერგეენკოს განცხადებით, რომ საყოველთაო ჯანდაცვის პროგრამა არ შეიცვლება და არ დაბრუნდება მიზნობრივ ჯანდაცვაზე. მისივე თქმით, განახლდება კერძო დაზღვეულებისა და საყოველთაო ჯანდაცვის მონაწილეების ბაზები, რაც მნიშვნელოვან თანხას გაათავისუფლებს და მიმართული იქნება მედიკამენტების დასაფინანსებლად.



რეფორმების ცვლილებები მიმართული იქნება იქითკენ, როგორც არის პოლიტიკა ჩვენი და მსოფლიო ორგანიზაციის, რომ არსებული ბიუჯეტის ფარგლებში, უფრო მეტი სარგებელი მიიღოს მოსახლეობამ. მაქვს ლაპარაკი იმ მედიკამენტებზე, რომლებიც პაციენტმა მთელი ცხოვრების განმავლობაში უნდა სვას ქრონიკული დაავადებების გამო", - განაცხადა დავით სერგეენკომ.



საყოველთაო ჯანდაცვის პროგრამა 2013 წლიდან ამოქმედდა. პროგრამით უკვე ისარგებლა 2 200 000­ზე მეტმა ბენეფიციარმა. ამჯერად პროგრამაში 3 მილიონამდე მოქალაქეა ჩართული.





 

right_banner right_banner
არქივი
right_banner