არგენტინის ეროვნული ნაკრების ფორვარდმა გონსალო იგუაინმა ტურინის „იუვენტუსთან" კონტრაქტის პირობები შეათანხმა.
Sky Sports Italy-ს ცნობით, ტურინელებმა ცენტრალური თავდამსხმელის სანაცვლოდ კოლოსალური თანხა - 94 მილიონი ევრო გადაიხადეს.
წყაროს ცნობით, არგენტინელმა უკვე გაიარა სამედიცინო შემოწმება, თუმცა არა იტალიაში, არამედ ესპანეთის დედაქალაქ მადრიდში. გონსალომ 4-წლიან კონტრაქტზე მოაწერა ხელი და ანაზღაურების სახით წლიურად 7,5 მილიონ ევროს მიიღებს.