logo_geo
eng_logo
საპატრიარქო: ვაქცინაცია უნდა იყოს ნებაყოფილობითი, აცრის თუ აუცრელობის შემთხვევაში არ უნდა ხდებოდეს დაძალება, ან ერთმანეთის განკითხვა-შეურაცხყოფა
- +

11 აგვისტო. 2021. 17:22

 

 

საქართველოს საპატრიარქოს განცხადებით, ვაქცინაცია უნდა იყოს ნებაყოფილობითი და აცრის, თუ აუცრელობის შემთხვევაში, არ უნდა ხდებოდეს დაძალება.

 

როგორც საპატრიარქოს განცხადებაშია აღნიშნული, გასათვალისწინებელია, რომ პანდემიის პირობებში რეგულაციების დაცვა ყველასთვის აუცილებელია.

 

„ვაქცინაცია უნდა იყოს ნებაყოფილობითი და აცრის თუ აუცრელობის შემთხვევაში არ უნდა ხდებოდეს დაძალება, ან ერთმანეთის განკითხვა-შეურაცხყოფა; ამასთან, გასათვალისწინებელია, რომ პანდემიის პირობებში რეგულაციების დაცვა ყველასთვის აუცილებელია.

 

ამის შესახებ დადგენილება წმინდა სინოდმა ჯერ კიდევ 2021 წლის 11 თებერვლის სხდომაზე მიიღო, სადაც ასევე ნათქვამია: ,,საქართველოს ეკლესია დიდად აფასებს იმ სიკეთეს, რაც, ზოგადად, მედიცინას მოაქვს ადამიანების ჯანმრთელობის დაცვისთვის, თუმცა პასუხისმგებლობას ვერ აიღებს ვაქცინაციის პროპაგანდასთან მიმართებაში, რადგან ეს ჯანდაცვის მუშაკთა კომპეტენცია და პასუხისმგებლობაა“, - ნათქვამია ინფორმაციაში.

 

 

right_banner right_banner
არქივი
right_banner