logo_geo
eng_logo
ალექსეი ნავალნის ახალი ბრალდება წარუდგინეს
- +

11 აგვისტო. 2021. 17:51

 

 

რუს ოპოზიციონერს და ვლადიმერ პუტინის მთავარ კრიტიკოსს, ალექსეი ნავალნის ახალი ბრალდება წარუდგინეს. რუსული მედიის ცნობით, ნავალნის ბრალად ედება ისეთი ორგანიზაციის შექმნა, რომელიც რუსეთის მოქალაქეების პიროვნებასა და უფლებებს ხელყოფს. კერძოდ, საუბარია ნავალნის მიერ შექმნილ ორგანიზაცია „კორუფციასთან ბრძოლის ფონდზე“ .

 

„ნავალნიმ წინასწარ იცოდა დაგეგმილი ღონისძიებების კანონსაწინააღმდეგო შინაარსის შესახებ, მოქმედი შეზღუდვებიდან გამომდინარე. მისთვის ასევე ცნობილი იყო ამ ღონისძიებების ჩატარების დაუშვებლობა ხელისუფლებასთან შეთანხმების გარეშე. ნავალნი იაზრებდა, რომ არასანქცირებულ მიტინგებში მონაწილეობა ადმინისტრაციულ პასუხისმგებლობას ითვალისწინებს“, - აცხადებს რუსეთის საგამოძიებო კომიტეტის წარმომადგენელი სვეტლანა პეტრენკო.

 

 

წყარო : wyaro
right_banner right_banner
არქივი
right_banner