logo_geo
eng_logo
სუს-ში გიორგი ყუფარაძე გამოიკითხა
- +

11 აგვისტო. 2021. 18:11

 

 

ორგანიზაციის „სამოქალაქო განვითარების და მონიტორინგის ცენტრი“ ხელმძღვანელი გიორგი ყუფარაძე, მოწმის სტატუსით სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურში თითქმის 6-საათის განმავლობაში იკითხებოდა. მან გამოკითხვა ცოტა ხნის წინ დატოვა.

 

ამ წუთებში, სუს-ში ამავე ორგანიზაციის დამფუძნებლები ნიკა ცხვარაძე და ლაშა კუხიანიძე იკითხებიან.

 

„საქმეს გრიფი „საიდუმლო" ადევს და ხელი გაუთქმელობაზე მაქვს მოწერილი. იყო ძალიან ბევრი კითხვა და პასუხის გაცემა მაქსიმალურად ვეცადე. ცდილობენ ჩვენი ორგანიზაციის მწყობრიდან გამოყვანას, რათა თავისუფლად მუშაობა ვერ შევძლოთ. ვიცი, კიდევ მომიწევს მოსვლა - დამატებით გამოკითხვაზე დამიბარებენ", - განაცხადა გიორგი ყუფარაძემ სუს-ის ოფისის დატოვების შემდეგ.

 

„სამოქალაქო განვითარების და მონიტორინგის ცენტრის" წარმომადგენლების ინფორმაციით, სუს-ი გუშინ როგორც ორგანიზაციის ოფისში, ასევე სახლებში შევიდა, სადაც ჩატარდა ჩხრეკა, წაიღეს ტექნიკა - ტელეფონები, კომპიუტერები. მათივე თქმით, საქმე 320-ე მუხლით არის დაწყებული, რაც სახელმწიფო საიდუმლოების გამჟღავნებას ითვალისწინებს, თუმცა არ იციან და ვერ გაერკვნენ, რატომ მიმდინარეობს ძიება აღნიშნული მუხლით.

 

 

right_banner right_banner
არქივი
right_banner