logo_geo
eng_logo
გიორგი კვირიკაშვილმა „ქართული ოცნების“ სამეგრელოს რეგიონის მაჟორიტარობის კანდიდატები წარადგინა
- +

23 ივლისი. 2016. 20:36


გიორგი კვირიკაშვილმა დღეს „ქართული ოცნება - დემოკრატიული საქართველოს" სამეგრელოს რეგიონის მაჟორიტარობის კანდიდატები წარადგინა.


ქალაქ ზუგდიდში „ქართული ოცნების" მაჟორიტარობის კანდიდატია მერაბ ქვარაია.


მერაბ ქვარაია არის ზუგდიდის მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარე. იგი ზუგდიდელია და კარგად იცის ქალაქის პრობლემები.


ზუგდიდის რაიონში მაჟორიტარობის კანდიდატად კენჭს იყრის ედიშერ თოლორაია.

ედიშერ თოლორაია ზუგდიდის მუნიციპალიტეტის გამგებელია. პროფესიით იურისტი.


წალენჯიხისა და ჩხოროწყუს მაჟორიტარობის კანდიდატად „ქართული ოცნება" ასახელებს გოგა გულორდავას.


გოგა გულორდავა გახლავთ წალენჯიხის მუნიციპალიტეტის გამგებელი. პროფესიით იურისტი.


ხობის მაჟორიტარობის კანდიდატად „ქართული ოცნება" ასახელებს გოდერძი ბუკიას.


გოდერძი ბუკია გახლავთ გამოცდილი პარლამენტარი.


სენაკის მაჟორიტარად „ქართული ოცნება" ირაკლი ბერაიას ასახელებს.


ირაკლი ბერაია არის სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის საინფორმაციო დეპარტამენტის უფროსი.


მარტვილისა და აბაშის მაჟორიტარობის კანდიდატად კენჭს იყრის ოთარ დანელია.


ოთარ დანელია გახლავთ სოფლის მეურნეობის მინისტრი.


ფოთში „ქართული ოცნების" მაჟორიტარობის კანდიდატად დასახელდა ირაკლი ხახუბია.


ირაკლი ხახუბია წარმატებული ბიზნესმენია. 


 

right_banner right_banner
არქივი
right_banner