logo_geo
eng_logo
გიორგი ამილახვარი: სრულ პასუხისმგებლობას ვიღებთ საარჩევნო კამპანიის დროს კოვიდრეგულაციების დაცვაზე
- +

11 აგვისტო. 2021. 18:20

 

 

„თუ რეგულაციები კიდევ უფრო გამკაცრდება, ჩვენი საარჩევნო კამპანია მთლიანად გადაერთვება სოციალურ მედიაზე, სატელევიზიო პრეზენტაციებზე და შევამცირებთ მოსახლეობასთან პირისპირ შეხვედრებს,“ - ამის შესახებ კახა კალაძის საარჩევნო შტაბის ხელმძღვანელმა, გიორგი ამილახვარმა განაცხადა.

 

„პრემიერ-მინისტრმა უკვე განაცხადა და კახა კალაძემაც განმარტა, რომ ჩვენ სრულ პასუხისმგებლობას ვიღებთ საარჩევნო კამპანიის პროცესში კოვიდრეგულაციების დაცვაზე, იქნება ეს პირბადის ტარება, დისტანციის დაცვა თუ ადამიანთა შეკრების რაოდენობრივი ზღვარი. თუ რეგულაციები კიდევ უფრო გამკაცრდება, ჩვენც, ცხადია, ამისთვის მზად ვართ და ჩვენი საარჩევნო კამპანია მთლიანად გადაერთვება სოციალურ მედიაზე, სატელევიზიო პრეზენტაციებზე და შევამცირებთ მოსახლეობასთან პირისპირ შეხვედრებს. თუმცა იმედს ვიტოვებ, რომ ეს არ დაგვჭირდება და ყველა ამ დროისთვის დადგენილი რეგულაციის დაცვით სრულყოფილ საარჩევნო კამპანიას ჩავატარებთ“, - განაცხადა ამილახვარმა.

 

 

right_banner right_banner
არქივი
right_banner