logo_geo
eng_logo
12 აგვისტოს თბილისი-სენაკი-ლესელიძის გზის მონაკვეთზე მოძრაობა ყოველ 1 საათში 15 წუთიანი ინტერვალით შეიზღუდება
- +

11 აგვისტო. 2021. 18:30

 

 

12 აგვისტოს 05:00 სთ-დან 08:00 სთ-მდე თბილისი-სენაკი-ლესელიძის გზის მონაკვეთზე მოძრაობა შეიზღუდება ყოველ 1 საათში 15 წუთიანი ინტერვალით, - ამის შესახებ ინფორმაციას საავტომობილო გზების დეპარტამენტი ავრცელებს.

 

მათივე ინფორმაციით, საერთაშორისო მნიშვნელობის თბილისი–სენაკი–ლესელიძის საავტომობილო გზის 178-ე კილომეტრზე, მაგისტრალის შორაპანი-არგვეთას მშენებლობის პროცესში, დეპარტამენტის კონტრაქტორი ორგანიზაცია ,,ჩინეთის გზებისა და ხიდების კორპორაციის“ საქართველოს ფილიალი ახორციელებს ხიდზე რკინა-ბეტონის წინასწარ დაძაბული კოჭების მონტაჟს.

 

აღნიშნული დემონტაჟის გამო, ავტოტრანსპორტის უსაფრთხო გადაადგილების მიზნით, საჭიროა 2021 წლის 12 აგვისტოს 05:00 სთ-დან 08:00 სთ-მდე, აღნიშნულ მონაკვეთზე ავტოტრანსპორტის მოძრაობის ჩაკეტვა ყოველ 1 საათში 15 წუთიანი ინტერვალით.

 

 

right_banner right_banner
არქივი
right_banner