logo_geo
eng_logo
ტედროს ადჰანო გებრეისუსი: 2022 წლის დასაწყისში მსოფლიოში კორონავირუსის შემთხვევების რიცხვმა 300 მილიონს შეიძლება გადააჭარბოს
- +

11 აგვისტო. 2021. 18:32

 

 

ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის გენერალურმა დირექტორმა, ტედროს ადჰანომ გებრეიესუსმა განაცხადა, რომ 2022 წლის დასაწყისში მსოფლიოში კორონავირუსის შემთხვევების რიცხვმა 300 მილიონს შეიძლება გადააჭარბოს.

 

„გასულ კვირას, COVID19-ის შემთხვევების რიცხვმა 200 მილიონს გადააჭარბა, სულ რაღაც ექვს თვეში მას შემდეგ, რაც მსოფლიოში 100 მილიონზე მეტი შემთხვევა დაფიქსირდა. ჩვენ ვიცით, რომ შემთხვევების რეალური რაოდენობა გაცილებით მეტია. მივაღწევთ თუ არა 300 მილიონს და რამდენად სწრაფად მოხდება ეს, ჩვენზეა დამოკიდებული. ახლანდელი ტემპების გათვალისწინებით, 300 მილიონი შემთხვევა მომავალი წლის დასაწყისში შეგვიძლია გადავლახოთ. თუმცა, ჩვენ შეგვიძლია ამის შეცვლა“, - აღნიშნა ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის გენერალურმა დირექტორმა.

 

 

წყარო : wyaro
right_banner right_banner
არქივი
right_banner