logo_geo
eng_logo
ჯანმო: კორონავირუსის „იოტა“ შტამი სერიოზულ საფრთხეს არ წარმოადგენს
- +

11 აგვისტო. 2021. 20:53

 

 

ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის კორონავირუსზე რეაგირების ტექნიკურმა ხელმძღვანელმა, მარია ვან კერხოვემ განაცხადა, რომ კორონავირუსის „იოტა“ შტამი სერიოზულ საფრთხეს არ წარმოადგენს.

 

„აღნიშნული ვარიანტი 2020 წლის ნოემბერში გამოვყავით, ხოლო 2021 წლის მარტში იმ ვარიანტების სიაში შევიყვანეთ, რომელიც ინტერესს იწვევს. ეს ვარიანტი ძირითადად აშშ-შია გავრცელებული. ახლა ინფორმაცია გვაქვს 27 ათასს შემთხვევაზე და ჩვენი მონაცემებით, შემთხვევების რიცხვი მცირდება“, - აღნიშნა მარია ვან კერხოვემ.

 

ჯანმოს კორონავირუსზე რეაგირების ტექნიკური ხელმძღვანელის თქმით, ამ ეტაპზე ჯანმო იმ დასკვნამდე მივიდა, რომ „იოტა“ ვარიანტი არ არის უფრო საშიში.

 

„ჩვენ ყურადღებას ყველა ვარიანტს ვუთმობთ და სიტუაციის მონიტორინგს განვაგრძობთ. თუმცა, ამ ეტაპზე საფრთხის კუთხით, „დელტა“ ვარიანტი „იოტა“ ვარიანტს ძლიერ აღემატება“, - განაცხადა მან.

 

 

წყარო : wyaro
right_banner right_banner
არქივი
right_banner