logo_geo
eng_logo
EFFIS: ორი კვირის განმავლობაში, საბერძნეთში ტყის თითქმის 100 ათასი ჰექტარი დაიწვა
- +

11 აგვისტო. 2021. 22:51

 

 

ტყის ხანძრების შესახებ ევროპული საინფორმაციო სისტემის (EFFIS) მონაცემებით, ორი კვირის განმავლობაში, საბერძნეთში ტყის თითქმის 100 ათასი ჰექტარი დაიწვა.

 

ტყის ხანძრების შესახებ ევროპული საინფორმაციო სისტემის პროგნოზით, საბერძნეთში ტყის ხანძარი გაგრძელდება მანამ, სანამ ძლიერი წვიმები არ იქნება, სულ მცირე, 17 აგვისტომდე.

 

9 აგვისტოს საბერძნეთის პრემიერ-მინისტრმა განაცხადა, რომ ბოლო დღეები ქვეყნისთვის ყველაზე მძიმე იყო და რომ საბერძნეთი უპრეცედენტო მასშტაბის სტიქიური უბედურების წინაშე დგას.

 

კირიაკოს მიცოტაკისმა განაცხადა, რომ ბოლო რამდენიმე დღის განმავლობაში, 63 ორგანიზებული ევაკუაცია განახორციელდა , ხოლო მთელი ქვეყნის მასშტაბით ხანძრის 586 კერა გაჩნდა.

 

„ბოლო დღეები ჩვენი ქვეყნისთვის ყველაზე მძიმე იყო. ჩვენ კვლავ ვებრძვით ხანძარს. ჩვენ უპრეცედენტო მასშტაბის სტიქიური უბედურების წინაშე ვდგავართ. ბოლო რამდენიმე დღის განმავლობაში, საბერძნეთის ტერიტორიაზე ხანძრის 586 კერა გაჩნდა“, - განაცხადა მან.

 

 

წყარო : wyaro
right_banner right_banner
არქივი
right_banner