logo_geo
eng_logo
თურქეთის ჩრდილოეთ პროვინციებში წყალდიდობის შედეგად 13 ადამიანი დაშავდა
- +

11 აგვისტო. 2021. 23:52

 

 

ძლიერი წვიმებით გამოწვეული წყალდიდობის შედეგად, თურქეთის ჩრდილოეთ პროვინციებში 13 ადამიანი დაშავდა, ხოლო ერთი - დაკარგულად მიიჩნევა.

წყალდიდობის შედეგად, დაზიანებულია შენობები, განადგურებულია სასოფლო-სამეურნეო ადგილები.

გარდა ამისა, აიანჩიკში, ორი ვერტმფრენით 19 ადამიანის ევაკუაცია განხორციელდა.

თურქეთის ეროვნული თავდაცვის სამინისტროში განაცხადეს, რომ რეგიონში სამხედრო ვერტმფრენებია მობილიზებული მოსახლეობის უსაფრთხო ადგილებსა და საავადმყოფოებში ევაკუაციისთვის.

მეტეოროლოგთა განცხადებით, ძლიერი წვიმები კიდევ ორი დღის განმაბლობაში გაგრძელდება. ადგილობრივი ხელისუფლება მოსახლეობას შესაძლო წყალდიდობებისა და მეწყერის საშიშროების შესახებ აფრთხილებს.

 

 

right_banner right_banner
არქივი
right_banner