logo_geo
eng_logo
გიორგი კვირიკაშვილი: მჯერა, სამეგრელო უდიდეს როლს შეასრულებს აფხაზეთის შემორიგების პროცესში!
- +

23 ივლისი. 2016. 21:11


„სამეგრელოს როლი ისტორიულად ყოველთვის ძალიან დიდი იყო და დღესაც ასეა", - განაცხადა პრემიერ-მინისტრმა გიორგი კვირიკაშვილმა დღეს ზუგდიდში „ქართული ოცნების" მაჟორიტარობის კანდიდატების წარდგენისას. კვირიკაშვილი იმედოვნებს, რომ სამეგრელო ძალიან დიდ როლს შეასრულებს აფხაზეთის შემორიგების პროცესში.


 

„მეგრელები ყოველთვის ამბობდნენ თავის სიტყვას, როდესაც საქმე ჩვენი სამშობლოს ერთიანობას და თავისუფლებას ეხებოდა. ჩვენი ქვეყნის ამ საამაყო კუთხემ ბევრი ღირსეული შვილი და ეროვნული გმირი გაზარდა, რომლებმაც თავი შესწირეს ბრძოლას ერთიანი ქართული სახელმწიფოსთვის. თქვენ ყოველთვის ვაჟკაცურად იდექით და არ გატყდით, მიუხედავად უამრავი სისასტიკისა და იმ ძალადობისა, რომელიც გადაიტანეთ. ქედს ვიხრი თქვენი სიმტკიცისა და გამძლეობის წინაშე. მე მჯერა თქვენ უდიდეს როლს შეასრულებთ ისტორიული შერიგების პროცესში. ჩვენ ხელი უნდა გავუწოდოთ ჩვენს აფხაზ ძმებს და ჩვენკენ შემოვატრიალოთ ისინი. ამ შერიგებით უნდა დაიწყოს საქართველოს გამთლიანება", - განაცხადა გიორგი კვირიკაშვილმა ზუგდიდში „ქართული ოცნების" მაჟორიტარობის კანდიდატების წარდგენისას.


 

right_banner right_banner
არქივი
right_banner