logo_geo
eng_logo
ზაალ ანჯაფარიძე სააკაშვილზე: ასეთ რამეს რომ იკადრებ, წესით დამთავრებული ხარ, ფსკერზე ხარ..
- +

12 აგვისტო. 2021. 02:03

 

 

„გვიანღა მიხვდა რომ ექსკრემენტი ჭამა და სუს-ი "მოიშველია" თითქოს გვერდი გაუტეხეს და თავად არ დაუწერია, არადა ვინც იცნობს, ყველა მიხვდება რომ სწორედ მას შეიძლებოდა მოსვლოდა ეს აზრად“, - ასე ეხმაურება ანალიტიკოსი ზაალ ანჯაფარიძე ექსპრეზიდენტის გუშინდელ „ფეისბუქ“-პოსტებს.

 

„აი მართლა ამაზრზენია მთელი ეს ნაც-კონგლომერატი და არანაკლებ მათი მხარდამჭერები

ასეთ რამეს რომ იკადრებ, წესით დამთავრებული ხარ, ფსკერზე ხარ...“, - აღნიშნავს ანალიტიკოსი.

 

მიხეილ სააკაშვილმა 10 აგვისტოს „ფეისბუქის“ საკუთარ გვერდზე დაწერა:

 

 „როგორმე უნდა მოხერხდეს, რომ ეს ტრაგედია, რაც საქართველოში ხდება, ივანიშვილს და ქოცებს დამსახურებულად შეეტენოთ, რადგან რეალურად ეს მათი ბრალია. ეს იქნება საბოლოო და შეუვალი განაჩენი, 15 000 ადამიანი დაგვეღუპა აფხაზეთში, აქ თვეში 1000 კაცზე და მეტზე გავალთ. მოკლედ, მძლავრი კამპანია გვჭირდება ,,ივანიშვილი გკლავს“ ეგეთ სტილში“

 

ექსპრეზიდენტის ეს მოწოდება სავარაუდოდ, განკუთვნილი იყო მისი მხარდამჭერების დახურული ჯგუფისთვის და შემთხვევით საჯაროდ დაპოსტა, რის გამოც მან მოგვიანებით ტექსტი წაშალა, შემდეგ კი დაწერა რომ გვერდი სუს-მა გაუტეხა.

 

 

right_banner right_banner
არქივი
right_banner