logo_geo
eng_logo
გიორგი მარგველაშვილი: დღეს ორი მსოფლიო იბრძვის...
- +

23 ივლისი. 2016. 21:23


საქართველოს პრეზიდენტმა ზაფხულის ოლიმპიურ თამაშებზე საქართველოს ოლიმპიური ნაკრების გაცილების ცერემონიაში მიიღო მონაწილეობა


გიორგი მარგველაშვილმა ქართველ ოლიმპიელებს სიტყვით მიმართა და მომავალი გამარჯვებებისათვის სვლაში წარმატებები უსურვა.


,,დღეს ორი მსოფლიო იბრძვის. ის, ბოროტება რომელიც, ჩვენ გუშინ ღამე ვნახეთ, როცა ასე მალულად და ქურდულად ადამიანები ხოცავენ ბავშვებსა და ქალებს, და ამის საპირისპირო ხართ თქვენ, ადამიანები, რომლებიც ღიად ასპარეზობთ გამარჯვებისათვის და თქვენს კეთილ ნებას აჩვენებთ მსოფლიოს.

დარწმუნებული ვარ, რომ მთელი მსოფლიო არაერთხელ მოისმენს საქართველოს ჰიმნს თქვენი გამარჯვების აღსანიშნავად და თქვენს მიერ აჟღერებული საქართველოს ჰიმნი მილიონობით ქართველის გულს გაახარებს და გააბედნიერებს.

მინდა გისურვოთ სულიერი მხნეობა, წარმატება და გამარჯვება ჩვენი ქვეყნისათვის.

მე თქვენთან ვიქნები და მთელ საქართველოსთან ერთად გიგულშემატკივრებთ", - აღნიშნა საქართველოს პრეზიდენტმა.


ბრაზილიის ოლიმპიურ თამაშებში 39 ქართველი ოლიმპიელი 13 სახეობაში იასპარეზებს.


 

right_banner right_banner
არქივი
right_banner