logo_geo
eng_logo
მოძრაობა „თალიბანმა“ ქალაქ ყანდაღარში ერთ-ერთი ციხე დაიკავა და პატიმრები გაათავისუფლა
- +

12 აგვისტო. 2021. 12:05

 

 

მოძრაობა „თალიბანმა“ ავღანეთის სიდიდით მეორე ქალაქ ყანდაღარში ერთ-ერთი ციხე დაიკავა და პატიმრები გაათავისუფლა, ქალაქზე კონტროლის მოსაპოვებლად კი ბრძოლა მიმდინარეობს.

 

გასული ერთი კვირის განმავლობაში, რადიკალურმა ისლამისტურმა დაჯგუფებამ ცხრა პროვინციის დედაქალაქზე მოიპოვა კონტროლი.

 

მომდევნო სტრატეგიულ სამიზნეებს კი, მაზარ-ი-შარიფი და დედაქალაქი ქაბული წარმოადგენს, რომელიც შეერთებული შტატების დაზვერვის პროგნოზით, უახლოეს ერთ თვეში თალიბანის იზოლაციაში აღმოჩნდება და შესაძლოა სამ თვეში დაეცეს.

 

პარალელურად, ჯერ უშედეგოდ მიმდინარეობს ყატარის დედაქალაქ დოჰაში, ხელისუფლებასა და „თალიბანს“ შორის მოლაპარაკების პროცესი.

 

 

წყარო : wyaro
right_banner right_banner
არქივი
right_banner