logo_geo
eng_logo
ვასილ მაღლაფერიძე: სახიფათო პროცესები ვითარდება მსოფლოში და საქართველოს ირგვლივ!
- +

23 ივლისი. 2016. 21:37


ვასილ მაღლაფერიძე სოციალურ ქსელში წერს:


„სახიფათო პროცესები ვითარდება მთელ მსოფლოში და კონკრეტულად საქართველოს ირგვლივ. მოსალოდნელია კიდევ უფრო დიდი ძვრები. როგორც საერთოდ ხდება ხოლმე, ყველა სახელმწიფო იმოქმედებს უკიდურესად პრაგმატულად და მხოლოდ საკუთარი ნაციონალური ინტერესების შესაბამისად.

 

ასეთ რთულ დროში მსოფლმხედველობრივად დახლეჩილ საქართველოში სამოქალაქო ურთიერთობების ფორმა და შინაარსი გამომდინარეობს ურთიერთუნდობლობიდან და ხშირად სიძულვილიდან! რაც ერთს სიკეთედ მიაჩნია, მეორესთვის ბოროტებაა და პირიქით!

 

ურთიერთშეუთავსებლობა და ურთიერთაუტანლობა არის დღეს ჩვენი ყველაზე სერიოზული და აუცილებლად მოსაგვარებელი პრობლემა, რაც სერიოზულად ასუსტებს ქვეყნოს მდგრადობას გარედან მომდინარე საფრთხეების მიმართ.

 

მეტი დამაჯერებლობისთვის იხილეთ "ქართლის ცხოვრება"."


 

right_banner right_banner
არქივი
right_banner