logo_geo
eng_logo
ნიკოლ ფაშინიანი: სომხეთი მზად არის, მთიანი ყარაბაღის კონფლიქტის გადაჭრის საკითხზე აზერბაიჯანთან მოლაპარაკებები განაახლოს
- +

12 აგვისტო. 2021. 12:57

 

 

სომხეთის პრემიერ-მინისტრმა, ნიკოლ ფაშინიანმა განაცხადა, რომ სომხეთი მზად არის, მთიანი ყარაბაღის კონფლიქტის გადაჭრის საკითხზე აზერბაიჯანთან მოლაპარაკებები განაახლოს და ეუთოს მინსკის ჯგუფისგან კონკრეტულ წინადადებებს ელოდება.

 

„რაც შეეხება ეუთოს მინსკის ჯგუფის თანათავმჯდომარეების მოწოდებას მოლაპარაკებების განახლების შესახებ, მინდა ხაზი გავუსვა იმას, რომ სომხეთი მზად არის, მოლაპარაკებებში მონაწილეობა მიიღოს როგორც მაღალ, ასევე უმაღლეს დონეზე. კონკრეტულ წინადადებებს ველოდებით“, - აღნიშნა სომხეთის პრემიერ-მინისტრმა.

 

ნიკოლ ფაშინიანმა ასევე განაცხადა, რომ მეზობელ ქვეყნებს შორის ურთიერთობების გაღრმავება და ნორმალიზება სომხეთის მთავრობის პოლიტიკის მნიშვნელოვანი მიმართულებაა.

 

„სამწუხაროდ, ზოგიერთები სომხეთის განზრახვის დამახინჯებას ცდილობენ, როდესაც ამბობენ, რომ სომხეთმა შეიარაღებული ძალების რეფორმა აგრესიული პოლიტიკის გატარების მიზნით გამოაცხადა. სომხეთის შეიარაღებული ძალების განვითარება არა აგრესიისთვის, არამედ აგრესიისგან დაცვის მიზნით ხდება“, - განაცხადა სომხეთის პრემიერ-მინისტრმა.

 

 

right_banner right_banner
არქივი
right_banner