logo_geo
eng_logo
ლერი ხაბელოვი: ოლიმპიელების ჩაცმულობაზე მუშაობისას, ყურადღება ეროვნულ დეტალებზე გავამახვილეთ
- +

23 ივლისი. 2016. 21:39


დიღომში მდებარე ოლიმპიურ სოფელში ქართველი ოლიმპიელების ფიცის დადების ცერემოანიალი გაიმართა, სადაც სპორტსმენები კომპანია სამოსელი პირველის მიერ შეკერილი ტანსაცმლით წარსდგნენ მედიისა და გულშემატკივრების წინაშე.


ცერემონიალის შემდეგ MySports.Ge-ს საქართველოს ოლიმპიური კომიტეტის პრეზიდენტი, ლერი ხაბელოვი ქართველი სპორტსმენების ჩაცმულობაზე ესაუბრა და ისიც დაამატა, რომ მოახლოებულ ოლიმპიადას კომიტეტში იმედიანად ხვდებიან.


ლერი ხაბელოვი: "ოლიმპიელების ჩაცმულობაზე მუშაობისას ყურადღება ეროვნულ დეტალებზე გავამახვილეთ, რაზეც კომპანია სამოსელი პირველმა იზრუნა და ჩვენი შეკვეთა შეასრულა. ჩემი აზრით, გოგონებიც და ბიჭებიც კარგად გამოიყურებიან და აღლუმზე გამოსვლის დროს გამოჩნდება, რომ ეს ჩვენი ნაციონალური ორნამენტებით მორთული ფორმაა.

 

ოლიმპიადის დაწყებამდე რამდენიმე დღეა დარჩენილი და იმედიანად ვართ განწყობილები, რადგან ოლიმპიურ ციკლში კარგი შედეგები გვქონდა.39 სპორტსმენით წავრსდგებით ოლიმპიადაზე, რაც სარეკორდო მაჩვენებელია. არანაკლებ მნიშვნელოვანია, რომ ოლიმპიადაზე საქართველოს სახელით 9 ქალი გამოვა, რაც ასევე რეკორდია. ჩვენ მხრივ ყველაფერი გავაკეთეთ და ახლა უკვე სპორტსმენებზეა დამოკიდებული ყველაფერი".

 

წყარო: MySports.Ge


 

right_banner right_banner
არქივი
right_banner