logo_geo
eng_logo
თურქეთის რამდენიმე პროვინციაში წყალდიდობის შედეგად ექვსი ადამიანი დაიღუპა, 13 ჰოსპიტალიზებულია
- +

12 აგვისტო. 2021. 14:22

 

 

თურქეთის ჩრდილოეთით მდებარე ბართინის, სინოპის, კასთამონისა და ყარაბუქის პროვინციებში ძლიერი წვიმით გამოწვეული წყალდიდობის შედეგად ექვსი ადამიანი დაიღუპა, 13 კი ჰოსპიტალიზებულია.

 

წყალდიდობის შედეგად დაზიანებულია შენობები და მანქანები, განადგურებულია სასოფლო-სამეურნეო ადგილები. ყველაზე მეტად ბართინის რეგიონი დაზარალდა, სადაც წყალდიდობასთან ერთად მეწყერიც ჩამოწვა.

 

ადიდებულმა მდინარეებმა წაიღეს სოფლებთან დამაკავშირებელი ხიდები, რამდენიმე სოფელში შეწყვეტილია ელექტროენერგიის მიწოდებაც. სტიქიის ზონებიდან ადამიანების ევაკუაციისთვის სამხედრო ვერტმფრენებია მობილიზებული.

 

 

წყარო : wyaro
right_banner right_banner
არქივი
right_banner