თურქეთის ჩრდილოეთით მდებარე ბართინის, სინოპის, კასთამონისა და ყარაბუქის პროვინციებში ძლიერი წვიმით გამოწვეული წყალდიდობის შედეგად ექვსი ადამიანი დაიღუპა, 13 კი ჰოსპიტალიზებულია.
წყალდიდობის შედეგად დაზიანებულია შენობები და მანქანები, განადგურებულია სასოფლო-სამეურნეო ადგილები. ყველაზე მეტად ბართინის რეგიონი დაზარალდა, სადაც წყალდიდობასთან ერთად მეწყერიც ჩამოწვა.
ადიდებულმა მდინარეებმა წაიღეს სოფლებთან დამაკავშირებელი ხიდები, რამდენიმე სოფელში შეწყვეტილია ელექტროენერგიის მიწოდებაც. სტიქიის ზონებიდან ადამიანების ევაკუაციისთვის სამხედრო ვერტმფრენებია მობილიზებული.