თავდაცვის მინისტრი თინა ხიდაშელი ქართველ ოლიმპიელებს გამარჯვებას უსურვებს და სოციალურ ქსელში მათ ფორმებსაც ეხმიანება:
„ამაყი, ძლიერი, ბევრ ბრძოლაში გამარჯვებული ქართველები მიდიან რიოში და კიდევ უფრო მეტი გამარჯვებით უნდა დაბრუნდეთ!
დღეს საქართველოს გამარჯვებები ჭირდება!
დარწმუნებული ვარ, ზუსტად ისე, როგორც ჩვენი რაგბისტები სიამაყით და მომავლის იმედით გავავსებენ, ზუსტად ისე როგორც ევროპის და მსოფლიო ჩემპიონატებზე ამ წლების განმავლობაში მრავალმა ძიუდოისტმა გაგვახარა, ოლიმპიადაზეც ბევრჯერ აჟღერდება საქართველოს ჰიმნი!
საქართველოს მეტი გამარჯვება სჭირდება!
ჩვენს შვილებს, მომავლის რწმენა სჭირდებათ!
წარმატებები ჩვენს ოლიმპიელებს !
P.S. ეს ტანსაცმელი სამარცხვინოა, და კიდევ უფრო იმიტომ, რომ ქვეყნის ყველაზე წარმატებულნი არ იმსახურებენ მსგავს დამოკიდებულებას."