logo_geo
eng_logo
ვასილ მაღლაფერიძე: რაც მოხდა, მოხდა... აწი სპორტზე და გამარჯვებაზე ვიფიქროთ!
- +

23 ივლისი. 2016. 22:21


პუბლიცისტი ვასილ მაღლაფერიძე ქართველი ოლიმპიელების ფორმებს აფასებს და საზოგადოებას მეტი კორექტულობისკენ მოუწოდებს:


„შევთანხმდით, რომ ფორმა არ მოგვეწონა, ერთხელ ვთქვით, ორჯერ ვთქვით, ათჯერ ვთქვით, ყველანი შევჯერდით და დავიწუნეთ!

 

აწი იმაზეც ვიფიქროთ, რომ ხასიათს ნუ გავუფუჭებთ და მთლად საპანაშვიდო განწყობით ნუ გავუშვებთ ჩვენს ოლიმპიელებს, რომლებისგანაც გამარჯვებებს ველით. მათ ხომ არაფერი დაუშავებიათ. ამდენი ოლიმპიელი, ოცდაცხრამეტი, არასდროს ჰყოლია დამოუკიდებელ საქართველოს და იმედია, შედეგიც შესაბამისი იქნება!

 

რაც მოხდა, მოხდა, აწი სპორტზე და გამარჯვებაზე ვიფიქროთ!"


 

right_banner right_banner
არქივი
right_banner