აუდიტის სამსახურის ინფორმაციით, გიორგი გახარიას პარტიამ „საქართველოსთვის“ ჯამში 296 266 ლარის მოცულობის შემოწირულობები მიიღო. შემოწირულობის დიდი ნაწილი (70%) არაფულადი სახის არის, დარჩენილი თანხა (88 020 ლარი) კი ფულადი სახის. ამის შესახებ „რადიო თავისუფლება“ წერს.
პარტიას შემომწირველები ჰყავდა ჯერ კიდევ საზოგადოებისთვის მის ოფიციალურ წარდგენამდე, 29 მაისამდე. ამ დღის ჩათვლით გახარიას გუნდმა 62 630 ლარის მოცულობის არაფულადი შემოწირულობები მიიღო.
მათგან ყველაზე მეტი თანხა ფულადი სახით 53 ათასი ლარი - პარტიის წევრმა ეკატერინე ვეფხვაძემ შესწირა, არაფულადი სახით კი ბერდია სიჭინავამ - 34,5 ათასი ლარი.
პარტიის ყველაზე მცირე თანხის შემწირველები არიან დეპუტატი, პარტიის წევრი ბექა ლილუაშვილი - 10 ლარი; არჩილ სამნიძე - 10 ლარი და გიორგი დავითულიანი - 10 ლარი.