logo_geo
eng_logo
ჯამბულ გამცემლიძე: რომ გავიგო, ვინმემ ნაციონალებს მისცა ხმა, ჩემ საქციელზე ვიხსნი პასუხისმგებლობას!
- +

23 ივლისი. 2016. 22:54



ჯამბულ გამცემლიძე „ნაციონალური მოძრაობის" დროს მოკლულ ახალგაზრდებს იხსენებს და სოციალურ ქსელში წერს:


„გვახსოვდეს! როცა სააკაანთ ნაძირალა ჩვენ შვილებს პარლამენტის ტრიბუნიდან კრიმინალებს უწოდებდა, როგორ უკრავდნენ ტაშს ფეხზე დამდგარი ის სისხლით გაუმაძღარი ნაც ხროვა, რომელიც დღეს კიდევ ამირჩიეთო დადიან კარდა კარ.

 

რომ გავიგო ვინმემ კიდევ მაგათ მისცა ხმა ჩემ საქციელზე ვიხსნი პასუხის მგებლობას! არავინ თქვას „თუ ასეთ სისასტიკეს ჩადიოდნენ არ ვიცოდითო"...

 

არავინ მითხრას, ეხლა რა მოგივიდა, „დრო მკურნალიაო.“ მკურნალი მაშინ იქნება, რომ ჩავძაღლდები...  

არც ის მითხრათ ასე რატომ ამბობო, აბა ჩემი ცხოვრება ადამიანურია? ვიწანწალე ასე ქუჩა ქუჩა და აი რა მივიღე, თაროზე შემოდებული ჩემი შვილის საქმე, აი კადრები. ეს კმარა, იმისათვის, რომ ამ ნაძირლების ხროვამ პასუხი აგოს და აიკრძალოს! მათი სინსილა არ ჭაჭანებდეს პოლიტიკურ სარბიელზე, არჩევნები მომინდომეს აქ ეხლა...

მე თქვენ გაჩვენებთ არჩევნებს...“

 

 

 

 



 

right_banner right_banner
არქივი
right_banner