„რასაც ვუყურებთ, ოპოზიციას არ ჰყავს კანდიდატები და როგორც ჩანს, ვერ პოულობენ კანდიდატებს, რომლებიც წარმოადგენენ მათ სხვადასხვა მუნიციპალიტეტებში. ასევე, მათ არ აქვთ არანაირი შინაარსობრივი პროგრამა, საერთოდ არაფერს სთავაზობენ მოქალაქეებს გარდა იმისა, რომ მათ აქვთ კიდევ ერთხელ დესტრუქციული დღის წესრიგი“, - ამის შესახებ საპარლამენტო უმრავლესობის წევრმა, შალვა პაპუაშვილმა „ქრონიკასთან“ ისაუბრა.
"ზოგადად, მთელი იდეა და მიზანი გამოკითხვისა არის ის, რომ რესპონდენტებისგან მიიღონ პასუხები. ამიტომაც ვამბობ, რომ ამ კვლევას სანდოობა დაბალი აქვს. რა არის ის გამოკითხვა, სადაც შიგნით გამოკითხულების პასუხები არ არის მოცემული? დიდია იმ რესპონდენტების რაოდენობა, რომლებიც კითხვას პასუხს არ სცემდნენ ან ვთქვათ არ ჰქონდათ ზუსტი პასუხი. ზოგადად, საარჩევნო კამპანია ოფიციალურად რამდენიმე დღეა, რაც დაიწყო.
ჩვენ კამპანიას ყველა ნათლად ხედავს. ეს არის პროგრამაზე დაფუძნებული საარჩევნო კამპანია. თითქმის ყოველდღიურად ხდება ჩვენი კანდიდატების წარდგენა. რასაც ვუყურებთ ოპოზიციის მხარეს არის ორი რამ, ერთი, მათ არ ჰყავთ კანდიდატები და როგორც ჩანს, ვერ პოულობენ კანდიდატებს. რომლებიც წარმოადგენენ მათ სხვადასხვა მუნიციპალიტეტებში. მეორე, მათ არ აქვთ არანაირი შინაარსობრივი პროგრამა, საერთოდ არაფერს არ სთავაზობენ მოქალაქეებს, გარდა იმისა, რომ მათ აქვთ კიდევ ერთხელ დესტრუქციული დღის წესრიგი. ვხედავთ, რომ მათი თემები არის აბსოლუტურად აცდენილი იმ საჭიროებებს, რომლებიც მოსახლეობას აქვს.
აქედან გამომდინარე მე არ მიკვირს ის, თუკი ისინი სხვა და სხვა კვლევაში დაბალი მოწონებით გამოირჩევიან. ჩვენი კამპანია იქნება საქმეზე, პროგრამაზე, კანდიდატებზე ორიენტირებული და სწორედ ეს პასიურობა მათ საარჩევნო კამპანიაში აჩვენებს იმას, რომ მათ ნაკლებად აინტერესებთ ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნები. მათი ინტერესი როგორც ჩანს არ არის მუნიციპალიტეტებში ადგილების მოპოვება, თუ მერობისთვის ბრძოლა. მათი ინტერესი არის ერთადერთი, ეს არის ძალაუფლების მოპოვება, იმ ძალაუფლების, რომელსაც არჩევნებით ვერ იგებენ. ასე რომ, აქაც სექტემბერში გვექნება ძალიან დესტრუქციულ საარჩევნო კამპანიასთან საქმე",- განაცხადა შალვა პაპუაშვილმა.