logo_geo
eng_logo
ბონდო მძინარაშვილი: აცრას არავინ არავის არ დააძალებს, მაგრამ ყველა იძულებული იქნება აიცრას...
- +

13 აგვისტო. 2021. 02:14

 

 

„ეს იმას ნიშნავს, რომ სექტემბრიდან შესაძლოა დახურულ სივრცეში არ შეუშვან ისინი, ვინც არ აცრილა ან ვისაც ბოლო 24 საათში გაკეთებული ტესტის უარყოფითი პასუხი არ აქვს!“, - ამის შესახებ ჟურნალისტი ბონდო მძინარაშვილი სოციალურ ქსელში წერს, რითაც ეხმაურება ინფორმაციას, რომლის თანახმად, სექტემბრიდან ზოგიერთ დაწესებულებაში შესაძლოა, მხოლოდ ვაქცინირებული ან ტესტის უარყოფითი პასუხის მქონე მოქალაქეები დაუშვან.

 

„ასეთი დახურული სივრცეები შესაძლოა იყოს სახელმწიფო ორგანოები, სახელმწიფო სერვისების სამსახურები, ბანკები, სასწავლო და სკოლამდელი დაწესებულებები, მომსახურების სფეროს სტრუქტურები...

აცრას არავინ არავის არ დააძალებს, მაგრამ ყველა იძულებული იქნება აიცრას, ან ყოველდღე ტესტი ჩაიტაროს!

აღარაფერს ვამბობ ქვეყნიდან გამგზავრებაზე. ეს რეგულაციები უკვე მოქმედებს და, როგორც ჯერ კიდევ გაზაფხულზე ვთქვი, აუცრელად სხვა ქვეყნებში, უბრალოდ, არ შეგვიშვებენ!

ახლა ვაქსერები ან ანტივაქსერები ნუ შემომივარდებით თქვენი "ბრძნული" არგუმენტებით, ჩემი სად წავიღო, ადგილს ვერ ვპოულობ!“, - წერს მძინარაშვილი.

 

 

right_banner right_banner
არქივი
right_banner