logo_geo
eng_logo
აშშ-ის მედიკამენტებისა და სურსათის ადმინისტრაციამ იმუნიტეტდაქვეითებული მოქალაქეებისთვის ვაქცინის მესამე დოზის გამოყენება დაუშვა
- +

13 აგვისტო. 2021. 10:33

 

 

აშშ-ის მედიკამენტებისა და სურსათის ადმინისტრაციამ იმუნიტეტდაქვეითებული მოქალაქეებისთვის კორონავირუსის საწინააღმდეგო ვაქცინის მესამე დოზის გამოყენება დაუშვა. შესაბამისი გადაწყვეტილება ადმინისტრაციის ვებგვერდზე გამოქვეყნდა.

 

„ფაიზერისა“ და „მოდერნას“ გამოყენება დაშვებული იქნება გარკვეული კატეგორიის იმუნიტეტდაქვეითებული მოქალაქეებისთვის“, – ნათქვამია განცხადებაში.

 

ამ გადაწყვეტილების მოტივად დასახელებულია პანდემიის ახალი ტალღა, რომელიც აშშ-ში დაიწყო, რაც იმუნიტეტდაქვეითებულ მოქალაქეებს განსაკუთრებულ საფრთხეს უქმნის.

 

მანამდე ვაქცინის დამატებითი დოზის გამოყენების შესაძლებლობა არ გამორიცხეს აშშ-ის დაავადებათა კონტროლის ცენტრშიც.

 

 

წყარო : wyaro
right_banner right_banner
არქივი
right_banner