ექსპერტი გია გაბრიჭიძე „ქართული ოცნების“ მიერ თვითმმართველობის არჩევნებთან დაკავშირებით ჩატარებული კვლევის შედეგებს სოციალურ ქსელში ეხმაურება.
„კალაძე 66.2% მელია 33.8% - არსებული რეალობით, თუ ვინმე ისტორიაში შესვლის, ან შვილიშვილებთან ტრაბახის მიზნით - მე ოდესღაც თბილისის მერობის კანდიდატი ვიყავიო (შვილიშვილებთან ასეთი რამ მოსულა), დააპირებს კენჭისყრას, ის მელიას წაართმევს ხმებს. ასე რომ, კალაძე არის მოქმედი და მომავალი მერი“, - წერს გია გაბრიჭიძე სოციალურ ქსელში.