logo_geo
eng_logo
ზუგდიდში ტექნოლოგიური პარკი გაიხსნება!
- +

23 ივლისი. 2016. 23:36


გიორგი კვირიკაშვილმა დღეს „ქართული ოცნება - დემოკრატიული საქართველოს" სამეგრელოს რეგიონის მაჟორიტარობის კანდიდატები წარადგინა.


გიორგი კვირიკაშვილმა გამოთქვა სურვილი, აფხაზ ძმებთან გადებული კიდევ ერთი ხიდი აღმოჩნდეს რუხის სავაჭრო ცენტრი.


მთავრობის მეთაურმა ასევე მიმართა დევნილებს და აღნიშნა, რომ ხელისუფლება, მათთვის ღირსეული ცხოვრების პირობების შესაქმნელად ყველაფერს იღონებს.


გიორგი კვირიკაშვილის თქმით, ძალიან ბევრ ოჯახს უკვე გადაეცა საცხოვრებელი სახლი; 2012 წლიდან დღემდე 12 ათასზე მეტმა ოჯახმა მიიღო მუდმივი საცხოვრებელი ბინა; ზუგდიდში ვაშენებთ ბინები 2 ათასზე მეტი დევნილი ოჯახისთვის და ეს პროცესი გაგრძელდება.


პრემიერ-მინისტრმა, სიტყვით გამოსვლისას, სამეგრელოს უდიდეს პოტენციალსა და მისი ათვისების მნიშვნელობაზე ისაუბრა.


"ამის ერთ-ერთი უნიკალური შესაძლებლობაა ანაკლიის პორტი, რომლის ამოქმედება არა მარტო სამეგრელოში გააუმჯობესებს მნიშვნელოვნად ვითარებას, არამედ მთელი ქვეყნის ეკონომიკას მისცემს სერიოზულ ბიძგს. ეს იქნება იმ მასშტაბის პროექტი, რომელიც ათასობით სამუშაო ადგილს შექმნის და, პირველ რიგში, სამეგრელოს მოსახლეობის ცხოვრების დონეზე აისახება. აქვე მინდა გითხრათ ერთი ძალიან მნიშვნელოვანი ამბავი. თბილისის შემდეგ, ზუგდიდში გავხსნით ტექნოლოგიურ პარკს, რომელსაც ზუგდიდში მდებარე სამთავრობო რეზიდენცია დაეთმობა. ამით ყველაზე მეტად ახალგაზრდებიდაინტერესდებიან. ეს იქნება ადგილი, სადაც ჩვენი ახალგაზრდები საკუთარი ინოვაციური იდეებითაც მივლენ და დაფინანსების მოპოვებას შეძლებენ. ჩვენ ყველანაირად დავეხმარებით დამწყებ ბიზნესს, წავახალისებთ და დავაფინანსებთ ახალ იდეებს, რაც, დარწმუნებული ვარ, ხელს შეუწყობს სამეწარმეო სულისკვეთების გაჩენას და, საბოლოოდ, ჩვენი ქვეყნის სწრაფ განვითარებაზე და ხალხის კეთილდღეობაზე აუცილებლად აისახება", - განაცხადა გიორგი კვირიკაშვილმა.


 

right_banner right_banner
არქივი
right_banner