logo_geo
eng_logo
ინგლისში 5 ადამიანის მკვლელობაში ეჭვმიტანილის ვინაობა ცნობილია
- +

13 აგვისტო. 2021. 15:01

 

 

„ინგლისში, პლიმუთში, 5 ადამიანის მკვლელობაში ეჭვმიტანილი ჯეიკ დევისონია“, - ამის შესახებ BBC წერს.

 

მან სამი ქალი და ორი კაცი სასიკვდილოდ დაჭრა, შემდეგ კი, თავი მოიკლა. პოლიცია აცხადებს, რომ, 2010 წლის შემდეგ, „ეს ყველაზე საშინელი მასობრივი სროლაა, რომელიც ტერორიზმს არ უკავშირდება“.

 

ერთი ადამიანი ამ დრომდე ექიმების მეთვალყურეობის ქვეშ რჩება. დაუდასტურებელი ინფორმაციით, გარდაცვლილთაგან ერთი ბავშვიცაა.

 

ერთ-ერთი თვითმხილველის თქმით, კაცი სახლში შეიჭრა, რასაც ჯერ ყვირილის ხმა, შემდეგ კი, სროლა მოჰყვა. უცნობია დანაშაულის მოტივი.

 

მსგავსი დანაშაული ბრიტანეთში 11 წლის წინაც მოხდა. მაშინ, კამბრიაში, ტაქსის მძღოლმა, დერიკ ბირდმა 12 ადამიანი მოკლა.

 

 

წყარო : wyaro
right_banner right_banner
არქივი
right_banner