logo_geo
eng_logo
გიორგი კვირიკაშვილი: ვაპირებთ განათლების სისტემის შეცვლას!
- +

23 ივლისი. 2016. 23:37


პრემიერმა ზუგდიდელი ახალგაზრდა კაცის, ნემო ჯალაღონიას მაგალითი გაიხსენა, რომელსაც პირადად სტუმრობდა.


"ჩემი თვალით ვნახე, რა შეუძლია მონდომებას, მიზანდასახულობას და სახელმწიფოს ხელშეწყობას ერთად. ნემოს ოცნებად ჰქონდა პატარა საამქრო ხის ნაკეთობების დასამზადებლად, რაშიც დაოსტატებული იყო, და მას ეს ოცნება აუხდა. მან სახელმწიფოსგან მიიღო დაფინანსება და საჭირო დაზგები შეიძინა. ნემო 21 წლისაა, ჯერ სულ ახალგაზრდაა და უკვე აქვს საკუთარი საქმე, მცირე ბიზნესი, ნაწარმი, რომელიც საკმაოდ პოპულარულია, და, რაც მთავარია, აქვს საკუთარი შემოსავალი. ეს არის სახელმწიფოს ხელშეწყობისა და მეწარმეობის სულისკვეთების თანხვედრა. და ჩვენც ეს გვინდა - რაც შეიძლება მეტი ასეთი ახალგაზრდა, და არა მარტო ახალგაზრდა, იწყებდეს და წარმატებულად უძღვებოდეს თავის საქმეს. ამიტომაც, ჩვენ განათლების სისტემის შეცვლას ვაპირებთ ისე, რომ ახალგაზრდები ისეთ პროფესიებს დაეუფლონ, რომ სწავლის დამთავრების შემდეგ საკუთარი შემოსავალი ყველას ჰქონდეს", - განაცხადა გიორგი კვირიკაშვილმა.



პრემიერმა აღნიშნა, რომ ხელისუფლებას კიდევ ბევრი აქვს გასაკეთებელი იმისთვის, რომ ქვეყანა წინ წაიყვანოს, გაუმკლავდეს სირთულეებს, გააუმჯობესოს ცხოვრების დონე, რომ ადამიანებმა საკუთარ თავზე იგრძნონ ყველა სიკეთე.



"ჩვენ ყველა წამოწყებას და პროგრამას გავაგრძელებთ და დაწყებულ საქმეებს ბოლომდე მივიყვანთ. ჩვენ ერთად გავიმარჯვებთ! "ქართული ოცნება" გაიმარჯვებს და ამით საქართველო, ჩვენი სამშობლო გაიმარჯვებს!", - განაცხადა პრემიერ-მინისტრმა და ,,ქართული ოცნების" მაჟორიტარობის კანდიდატები წარადგინა.


ზუგდიდში ,,ქართული ოცნების" მაჟორიტარობის კანდიდატი - მერაბ ქვარაია. იგი არის ზუგდიდის მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარე, ზუგდიდელია, მას ყველა კარგად იცნობთ. თავადაც კარგად იცის ქალაქის პრობლემები. დარწმუნებული ვარ, ზუგდიდელებს მისი სახით საიმედო დასაყრდენი ეყოლებათ პარლამენტში.


 

right_banner right_banner
არქივი
right_banner