logo_geo
eng_logo
ვლადიმერ ბოჟაძე: „ქართული ოცნება“ დამაჯერებლად იგებს ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნებს საქართველოს მასშტაბით
- +

13 აგვისტო. 2021. 15:23

 

 

„რომელი ორგანიზაციაც არ უნდა იყოს სოციოლოგიური კვლევის დამკვეთი თუ შემსრულებელი, ერთი რამ ყველა კვლევიდან ნათლად ჩანს: „ქართული ოცნება“ დამაჯერებლად იგებს ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნებს მთელი საქართველოს მასშტაბით, უპრობლემოდ აიღებს პროპორციული ხმების 43% მეტს“, - ასე ეხმიანება ექსპერტი ვლადიმერ ბოჟაძე „ქართული ოცნების“ მიერ, შიდა კვლევების გამოქვეყნებას.

 

„ვინც არ უნდა იყოს სოციოლოგიური კვლევის დამკვეთი თუ შემსრულებელი, ვენდობით მის შედეგებს თუ არ ვენდობით, ერთი რამ ყველა კვლევიდან ნათლად ჩანს: „ქართული ოცნება“ დამაჯერებლად იგებს ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნებს მთელი საქართველოს მასშტაბით, უპრობლემოდ აიღებს პროპორციული ხმების 43% მეტს. რა თქმა უნდა, ზოგიერთ ოლქში იქნება მეორე ტური, მაგრამ გაიყვანს მერების და მაჟორიტარების აბსოლუტურ უმრავლესობას. დედაქალაქის მოქმედი მერი კახა კალაძე და ათივე მაჟორიტარი კანდიდატი პირველივე ტურში გაიმარჯვებენ. იმედია, ოპოზიციაც გაიღვიძებს შეარჩევს მერების, მაჟორიტარების და პარტიული სიების კანდიდატებს. როგორც უკვე ვიცით, არჩევნებში მონაწილეობას იღებს 48 სუბიექტი და შესაბამისად, საარჩევნო ბიულეტენში 48 საარჩევნო სუბიექტი კანდიდატები იქნებიან წარმოდგენილნი. 2021 წლის 2 ოქტომბერს ძალიან საინტერესო და კონკურენტუნარიანი არჩევნები გველოდება“, - წერს facebook-ზე ვლადიმერ ბოჟაძე.

 

 

right_banner right_banner
არქივი
right_banner