logo_geo
eng_logo
თამთა მეგრელიშვილი: ვარაუდი, რომ „ქართული ოცნება“, ქვეყნის მასშტაბით, ხმების 50-პროცენტზე მეტს მიიღებს, სავსებით საფუძვლიანია
- +

13 აგვისტო. 2021. 15:23

 


„2020 წლის საპარლამენტო არჩევნებში „ქართულმა ოცნებამ“ თბილისში ამომრჩეველთა ხმების 41,8 პროცენტი მიიღო. დღევანდელი მონაცემებით კი, ცხადია, „ქართული ოცნების“ რეიტინგი დედაქალაქში რამდენიმე პროცენტით გაიზარდა. აქედან გამომდინარე, ვარაუდი, რომ პარტია ქვეყნის მასშტაბით ამომრჩეველთა ხმების 50%-ზე მეტს მიიღებს, სავსებით საფუძვლიანია“,
- წერს სოციალურ ქსელში საჯარო მმართველობის დოქტორი თამთა მეგრელიშვილი.

 

მისი აზრით, კვლევაზე დაყრდნობით, დედაქალაქის საკრებულოში კახა კალაძის გუნდი ძლიერი და სტაბილური უმრავლესობით შევა.

 

„ნიკანორ მელია - პარლამენტში შევარდნის იდეით გამსჭვალული ზონდერი, ფეიკგმირი, მართალია, საარჩევნოდ კარგად „დავარცხნეს“, მაგრამ მისი უნიჭოდ დაფოტოშოპებული ფოტო ლამის ტუჩსაცხით ბილბორდზე, მაინც უცვლელ „ლუზერს“ ასახავს. ის პირდაპირ პარტიისა და ოპოზიციის სახეა! ნიკა მელია VS კახა კალაძე და მერე სხვები უკვე ღიმილისმომგვრელია“, - წერს თამთა მეგრელიშვილი.

 

მისივე თქმით, მაღალი პარტიული რეიტინგის პირობებში, ასევე მოსალოდნელია, რომ „ქართული ოცნება“ მოიგებს არჩევნებს თბილისის ათივე მაჟორიტარულ საარჩევნო ოლქში.

 

„კვლევის თანახმად, კახა კალაძის გუნდი საკრებულოში ძლიერი და სტაბილური უმრავლესობით, კერძოდ, 50 წევრიდან 32 წევრით იქნება წარმოდგენილი. ვიდრე ოპოზიცია საარჩევნო ბილბორდისთვის ფერისცვალებას ფოტოშოპით ცდილობს და ახალმოწეულზე გაურკვეველი კანდიდატები გვეუბნებიან, რომ უნდა ვიფრინოთ, „ქართული ოცნება“ დამაჯერებლად იმარჯვებს“, - წერს „ფეისბუქზე“ თამთა მეგრელიშვილი.

 

„ქართული ოცნების“ მიერ ჩატარებული კვლევის მიხედვით, კახა კალაძე თბილისის მერის არჩევნებს პირველივე ტურში იგებს, პარტიების შორის ხმების გადანაწილება კი აჩვენებს, რომ „ქართულ ოცნებას“ 46%-ზე მეტი აქვს. ამავე კვლევის თანახმად, დედაქალაქის საკრებულოს უმრავლესობას მმართველი პარტიის კანდიდატები დააკომპლექტებენ.

 

 

right_banner right_banner
არქივი
right_banner