logo_geo
eng_logo
გია აბაშიძე: „ქართული ოცნება“ თბილისში მოიგებს არჩევნებს ათივე მაჟორიტარულ საარჩევნო ოლქში - კვლევის თანახმად, კახა კალაძის გუნდი საკრებულოში ძლიერი უმრავლესობით შევა
- +

13 აგვისტო. 2021. 15:40

 

 

„მაღალი პარტიული რეიტინგის პირობებში, მოსალოდნელია, რომ „ქართული ოცნება“ თბილისში მოიგებს არჩევნებს ათივე მაჟორიტარულ საარჩევნო ოლქში, შესაბამისად, კვლევის თანახმად, კახა კალაძის გუნდი საკრებულოში ძლიერი უმრავლესობით იქნებოდა წარმოდგენილი,“ - ასე ეხმიანება ანალიტიკოსი გია აბაშიძე სოციალურ ქსელში „ქართული ოცნების“ მიერ გამოქვეყნებულ კვლევას.

 

„ყველას გვახსოვს „ნაციონალური მოძრაობის" ჭორბიუროს გზავნილები „ქართული ოცნების" შიდა კვლევებზე, რომ თითქოსდა მმართველ პარტიას კატასტროფული შედეგები აქვს, ამიტომ გავიდა შარლ მიშელის შეთანხმებიდან და ა. შ.

 

„ქართულმა ოცნებამ“ გაასაჯაროვა პარტიის სოციოლოგიური კვლევების პროფესიონალთა ჯგუფის (2020 წ. შეიქმნა) ბოლო, რეალური კვლევის შედეგები, რომელიც ჩატარდა 2021 წლის 2-8 აგვისტოს, პირისპირი ინტერვიუს მეთოდით. გამოიკითხა 3446 რესპონდენტი. ცდომილების ზღვარი შეადგენს 2,2 პროცენტს.

 

კარგად დაიმახსოვრეთ ეს მონაცემები 2.2%-იანი ცდომილებით და შემდეგ შეადარეთ არჩევნების შედეგებს და სხვა ე. შ. კვლევებს, სადაც წლებია ლიდერობენ ნაცსექტის უსახური სუბიექტები. „ქართული ოცნების" კვლევის თანახმად, თბილისში - კახა კალაძე 66,2%, ნიკანორ მელია 33,8 %. პარტიული რეიტინგების შეწონილი მონაცემები საქართველოს მასშტაბით (%):

 

„ქართული ოცნება“ 46,3

 

„ნაციონალური მოძრაობა“ 23,3

 

„გირჩი - მეტი თავისუფლება“ 5,3

 

„საქართველოსთვის“ 5,2

 

„მოქალაქეები“ 3,3

 

„სტრატეგია აღმაშენებელი“ 2,3

 

„ლელო“ 2,3

 

„პატრიოტთა ალიანსი“ 2,1

 

„ევროპული საქართველო“ 1,4

 

„გირჩი“ 1,2

 

ლეიბორისტული პარტია 0,9

 

„ერთიანი საქართველო“ 0,8

 

სხვა პარტიები 5,6

 

თბილისის საკრებულოს არჩევნები კვლევით ნაჩვენები შედეგით რომ დასრულდეს, საკრებულოს წევრთა მანდატები პროპორციული წესით პარტიებზე შემდეგი სახით განაწილდებოდა:

 

  • „ქართული ოცნება“ - 22 მანდატი

 

  • „ნაციონალური მოძრაობა“ - 11 მანდატი

 

  • „გირჩი - მეტი თავისუფლება“ - 3 მანდატი

 

  • „საქართველოსთვის“ - 2 მანდატი

 

  • „მოქალაქეები“ - 2 მანდატი

 

მაღალი პარტიული რეიტინგის პირობებში, მოსალოდნელია, რომ „ქართული ოცნება“ მოიგებს არჩევნებს ათივე მაჟორიტარულ საარჩევნო ოლქში თბილისში, შესაბამისად, კვლევის თანახმად, კახა კალაძის გუნდი საკრებულოში ძლიერი უმრავლესობით (50 წევრიდან 32-ით) იქნებოდა წარმოდგენილი“, - წერს „ფეისბუქზე“ გია აბაშიძე.

 

„ქართული ოცნების“ მიერ ჩატარებული კვლევის მიხედვით, კახა კალაძე თბილისის მერის არჩევნებს პირველივე ტურში იგებს, პარტიების შორის ხმების გადანაწილება კი აჩვენებს, რომ „ქართულ ოცნებას“ 46%-ზე მეტი აქვს. ამავე კვლევის თანახმად, დედაქალაქის საკრებულოს უმრავლესობას მმართველი პარტიის კანდიდატები დააკომპლექტებენ.

 

 

right_banner right_banner
არქივი
right_banner